ბა ბე ბო ბუ
ბალ ბარ ბატ

ბაროკო

XVII-XVIII სს-ის I ნახევრის მხატვრული სტილი ევროპულ ხელოვნებაში. ბაროკოს ხელოვნებისათვის დამახასიათებელია უზარმაზარი ანსამბლების შექმნა, რომლებშიც შერწყმულია არქიტექტურა, ქანდაკება, ფერწერა, დეკორატიული ხელოვნება. გამოირჩევა საზეიმოდ მედიდური, სიცოცხლისდამამკვიდრებელი განწყობილებით, ახასიათებს შუქ-ჩრდილის, ფერების, რეალობისა და ფანტაზიის შერწყმის გაბედული კონტრასტები, რითაც აცვიფრებდა მნახველს. ბაროკოს ეპოქაში ფართო გავრცელება პოვა სასახლეებისა და ბაღ-პარკების ანსამბლებმა (მაგ., წმ. პეტრეს მოედანი რომში, ვერსალი პარიზში და ა.შ.). ფერწერაში ჭარბობს მონუმენტური, დეკორატიული კომპოზიციები რელიგიურ ან მითოლოგიურ თემებზე, პარადული პორტრეტები, რომლებიც გათვალისწინებული იყო ინტერიერთა შესამკობად. დინამიური და ფერწერულია ბაროკოსეული ქანდაკება. XVIII ს. ბაროკოს სტილს მიაკუთვნებდნენ ლიტერატურულ ნაწარმოებებს, რომლებიც გამოირჩეოდა რთული ფორმით და ძნელად გასაგები იყო მკითხველისათვის.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9