ბა ბე ბო ბუ
ბალ ბარ ბატ

ბატალური ჟანრი

Fr. bataille
ბრძოლა
სახვითი ხელოვნების ჟანრი, რომელიც ასახავს ომის, ბრძოლების, ლაშქრობების თემებს, საბრძოლო ცხოვრების ეპიზოდებს. ძირითადად იგი ფერწერისთვისაა დამახასიათებელი, ნაკლებად - გრაფიკისა და ქანდაკებისათვის. ბატალური ჟანრი შეიძლება სხვა ჟანრთა - ყოფითის, პორტრეტის, პეიზაჟის, ანიმალისტურის (მხედართა გამოსახვისას), ნატურმორტის (იარაღისა და სამხედრო ცხოვრების სხვა ატრიბუტთა გამოსახვისას) ელემენტებსაც მოიცავდეს. ბატალურმა ჟანრმა ჩამოყალიბება დაიწყო აღორძინების ეპოქაში, მაგრამ აღმავლობა XVII-XVIII სს-ში განიცადა (ველასკესი, რემბრანდტი, პუსენი და სხვ.). განსაკუთრებით მკაფიოდ გამოიკვეთა ომის ტრაგედია XIX ს. I ნახევრის რომანტიზმის პერიოდში (გოია, დელაკრუა და სხვ.). მხატვარი - ბატალისტები გადმოსცემენ ბრძოლისათვის გმირულ მზადყოფნას, ადიდებენ სამხედრო გმირობას, მამაცობას, გამარჯვების ზეიმს, ზოგჯერ კი ამხელენ ომის ანტიადამიანურ არსს, გმობენ მას (პიკასო, «გერნიკა»).
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9