ესპანური (წყვილთა) ცეკვა წარმოიშვა XVIII ს-ის დასასრულს. სრულდება გიტარის აკომპანიმენტის, ზოგჯერ კი სიმღერის თანხლებით. მისთვის დამახასიათებელი რიტმული სურათი ხაზგასმულია კასტანიეტების კაკუნით. XIX საუკუნის დასაწყისიდან ბოლეროOცნობილია საბალეტო სცენაზეც. იგი ხშირად გამოიყენება პროფესიულ მუსიკაში (მორის რაველის «ბოლერო» სიმფონიური ორკესტრისათვის და სხვ.).