ღამის გასათევი ან დასვენების ადგილი, რომლის ძირითადი მიზანია მთამსვლელთათვის მაქსიმალურად უსაფრთხო და კომფორტული დასვენების უზრუნველყოფა მაშინაც კი, თუ მის ორგანიზებას დასჭირდება დროისა და ძალისხმევის დამატებით დახარჯვა. სასურველია, იყოს ცხელი საჭმლის ან მინიმუმ ცხელი ჩაის მომზადების შესაძლებლობა
Source: სასპორტო ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი / ავტორი, შემდგენელი, მთ. რედაქტორი მანანა გოშაძე; თანაავტორი და კონსულტანტი ვასილ ლიპარტელიანი; ყდის დიზაინერი ირაკლი უშვერიძე; საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწ. სასწ. უნივერსიტეტი, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი. - თბილისი : უნივერსალი, 2023.