შეჭიდების შეფასების სიდიდე ბერძნულ–რომაულ, თავისუფალ ჭიდაობასა და ძიუდოში. ბერძნულ–რომაულ და თავისუფალ ჭიდაობაში სუფთა მოგებისათვის მოჭიდავე იღებს 4 საკვალიფიკაციო ქულას, აშკარა უპირატესობით მოგებისათვის – 3,5 ქულას, დაგროვილი ქულებით მოგებისას – 3 ქულას, ქულებით წაგებისას – 1 საკვალიფიკაციო ქულას, დანარჩენ შემთხვევებში – 0 ქულას. ძიუდოში სუფთა მოგებისათვის სპორტსმენი იღებს 10 საკვალიფიკაციო ქულას, 0.5 ქულით („ვაზა–არი“) მოგებისას – 7 ქულას. „იუკოთი“ მოგებისას – 5 ქულას, „კოკათი“ მოგებისას – 5 ქულას, მსაჯთა აზრი-დან გამომდინარე – 1 ქულას. სხვა დანარჩენ შემთხვევაში წაგებისათვის – 0 საკვალიფიკაციო ქულას
Source: სასპორტო ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი/ავტორი, შემდგენელი, მთ. რედაქტორი მანანა გოშაძე; თანაავტორი და კონსულტანტი ვასილ ლიპარტელიანი; ყდის დიზაინერი ირაკლი უშვერიძე; საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწ. სასწ. უნივერსიტეტი, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი. - თბილისი : უნივერსალი, 2023.