ეს დარტყმა უფრო ხშირად სრულდება მეტოქისგან შორს მდებარე ფეხით წრიულად. დასაწყისში 180°-იანი ბრუნვა ხდება საყრდენ (მოწინააღმდეგესთან ახლოს) ფეხზე. ამავე დროს აუცილებელია მხრის იქით ხედავდეს სამიზნეს. შემდეგ დამრტყმელი ფეხი მუხლთან გაიმართება და საყრდენი ფეხის ბიძგით გაძლიერებული და მენჯის მოძრაობით სამიზნის მიმართულებით ურტყამს ქუსლით. სამიზნესთან კონტაქტის შემდეგ საბრძოლო პოზიციის დასაკავებლად შეიძლება განხორციელდეს შემობრუნება 360°-ით. ფეხის 180°-ით შემობრუნებით შეიძლება შესრულდეს დარტყმა ნახტომში. ეს არის ძალიან ლამაზი და სწრაფი დარტყმა, რომელიც მოწინააღმდეგეს შეიძლება მიაყენო როგორც თავზე, ისე სხეულზე
Source: სასპორტო ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი/ავტორი, შემდგენელი, მთ. რედაქტორი მანანა გოშაძე; თანაავტორი და კონსულტანტი ვასილ ლიპარტელიანი; ყდის დიზაინერი ირაკლი უშვერიძე; საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწ. სასწ. უნივერსიტეტი, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი. - თბილისი : უნივერსალი, 2023.