სპეციალური ღონისძიებების სისტემა, მიმართული იმის გამოსაკვლევად, სპორტსმენი იყენებს დოპინგს (აკრძალულ წამლებს) ვარჯიშის ან შეჯიბრების დროს თუ არა. დოპინგკონტროლს ახორციელებს შეჯიბრების ორგანიზატორების მიერ დანიშნული სამედიცინო პერსონალი შესაბამისი სასპორტო კომიტეტების ან ორგანიზაციების მეთვალყურეობით
Source: სასპორტო ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი/ავტორი, შემდგენელი, მთ. რედაქტორი მანანა გოშაძე; თანაავტორი და კონსულტანტი ვასილ ლიპარტელიანი; ყდის დიზაინერი ირაკლი უშვერიძე; საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწ. სასწ. უნივერსიტეტი, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი. - თბილისი : უნივერსალი, 2023.