კრივში დარტყმა ზუსტად არის მიჩნეული, თუ იგი მიყენებულ იქნა ხელთათმანის იმ ნაწილით, რომელიც მუშტს ფარავს და ხელთათმანზე ზოლით არის მონიშნული. აკრძალულია დარტყმები ხელისგულით. დარტყმები მიყენებულ უნდა იქნას წინიდან ან გვერდიდან სხეულზე ან თავზე და აღწევდეს მიზანს
Source: სასპორტო ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი/ავტორი, შემდგენელი, მთ. რედაქტორი მანანა გოშაძე; თანაავტორი და კონსულტანტი ვასილ ლიპარტელიანი; ყდის დიზაინერი ირაკლი უშვერიძე; საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწ. სასწ. უნივერსიტეტი, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი. - თბილისი : უნივერსალი, 2023.