წონითი კატეგორია კრივში, რიგით მეათე პროფესიონალებისათვის და მეექვსე მოყვარულთათვის. ამ კატეგორიაში მოყვარულ მოკრივეთა წონა არ უნდა აღემატებოდეს სამოცდაოთხ კილოგრამს, პროფესიონალები იწონიან ას ოცდათხუთმეტიდან ას ორმოც ფუნტამდე (ან არაუმეტეს 63,503 კგ.)
Source: სასპორტო ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი/ავტორი, შემდგენელი, მთ. რედაქტორი მანანა გოშაძე; თანაავტორი და კონსულტანტი ვასილ ლიპარტელიანი; ყდის დიზაინერი ირაკლი უშვერიძე; საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწ. სასწ. უნივერსიტეტი, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი. - თბილისი : უნივერსალი, 2023.