სამოყვარულო კრივში სუპერმძიმე წონით კატეგორიაში შედიან მოკრივეები, რომელთა სხეულის წონა აღემატება 91 კილოგრამს. პროფესიულ რინგზე სუპერმძიმე წონა არ არის. იქ ყველაზე მაღალ კატეგორიას „მძიმე“ ეწოდება, მასში შედის ორას ფუნტზე მეტი (ან 90.892 კგ.–ზე მეტი) წონის მქონე სპორტსმენები. მძიმე წონის კატეგორიას ხშირად მოიხსენიებენ როგორც „აბსოლუტურს“
Source: სასპორტო ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი/ავტორი, შემდგენელი, მთ. რედაქტორი მანანა გოშაძე; თანაავტორი და კონსულტანტი ვასილ ლიპარტელიანი; ყდის დიზაინერი ირაკლი უშვერიძე; საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწ. სასწ. უნივერსიტეტი, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი. - თბილისი : უნივერსალი, 2023.