აბრევიატურა მიღებულია რუსული სიტყვათშეხამებიდან: «самооборона без оружия» (Самбо) – თავდაცვა იარაღის გარეშე. ეს არის სპორტული ორთაბრძოლა და ასევე თავდაცვის კომპლექსური სისტემა, დამუშავებული სსრკში ნაციონალური ორთაბრძოლების სახეობათა სინთეზით, მათ შორისაა ძიუდოც. ერთ–ერთი სახეობა ორთაბრძოლისა ტანსაცმლით. სამბოს ძირითადი ილეთებია გდებები, ჩაჭიდებები, მტკივნეული ილეთები, მახრჩობელა ილეთები, დარტყმები ხელებითა და ფეხებით. სამბისტის ფორმაა სპეციალური წითელი ან ლურჯი ფერის ქურთუკი, ქამარი და მოკლე შარვალი („შორტი“), ასევე სპეციალური რბილი ფეხსაცმელი (ე.წ. „ბორცოვკა“ – „борцовка“), გათვალისწინებულია საზარდულის დამცავი ბანდაჟი ვაჟებისათვის, ბიუსტჰალტერი და დახურული კოსტიუმი გოგონებისათვის
Source: სასპორტო ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი/ავტორი, შემდგენელი, მთ. რედაქტორი მანანა გოშაძე; თანაავტორი და კონსულტანტი ვასილ ლიპარტელიანი; ყდის დიზაინერი ირაკლი უშვერიძე; საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწ. სასწ. უნივერსიტეტი, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი. - თბილისი : უნივერსალი, 2023.