შებოჭვად ითვლება ის ილეთი, რომლის საშუალებით სპორტსმენი გარკვეული დროის განმავლობაში აიძულებს მოწინააღმდეგეს ბეჭებით იმყოფებოდეს ხალიჩაზე მიკრული და თვითონ კი მჭიდროდ ეკვრის მის სხეულს (მკერდით, გვერდით, ზურგით ან ეკვრის მკერდზე მჭიდროდ მიკრულ მოწინააღმდეგის ხელებს).
1. შებოჭვის დროის ათვლა იწყება იმ მომენტიდან, როდესაც შეტევაზე მყოფი მიეკრობა მოწინააღმდეგეს თავისი სხეულით და დააფიქსირებს მას ბეჭებით ხალიჩაზე.
2. შებოჭვა წყდება, თუ სპორტსმენი, რომელიც შებოჭილია, გადადის მდგომარეობაში „მკერდზე“, „მუცელზე“ ან „დუნდულაზე“ (მაგრამ არა „წელზე“), რომლის დროს კუთხე ბეჭების დონეზე მის ზურგსა და ხალიჩას შორის გახდება 90 გრადუსზე მეტი; თუ გასწევს შეტევაზე მყოფს თავისი სხეულიდან ან თუ შეტევაზე მყოფი გადადის მტკივნეული ილეთის გაკეთებაზე.
3. შებრუნებული თეძო – გდება, რომელიც სრულდება ხელის ან ხელების შებოჭვით, თავისკენ მოქაჩვით, სხეულის ზურგით შემობრუნებითა და თეძოს დახმარებით
Source: სასპორტო ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი/ავტორი, შემდგენელი, მთ. რედაქტორი მანანა გოშაძე; თანაავტორი და კონსულტანტი ვასილ ლიპარტელიანი; ყდის დიზაინერი ირაკლი უშვერიძე; საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწ. სასწ. უნივერსიტეტი, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი. - თბილისი : უნივერსალი, 2023.