მდგომარობა, როდესაც სპორტსმენი გარდა ფეხის ტერფებისა ხალიჩას ეხება სხეულის სხვა ნაწილებითაც. ასევე გდების შემდეგ ვარდნისას ან ჩოქბჯენში, ათლეტი შიეძლება აღმოჩნდეს:
ა) ზურგზე - მდგომარეობა, როდესაც სპორტსმენი ეხება ხალიჩას ორივე ბეჭით ან ტემპში (შეუჩერებლად) გადაგორდება ზურგით; მდგომარეობა „ხიდი“ - მდგომარეობა, როდესაც სპორტსმენი იმყოფება ზურგით ხალიჩისკენ და ეხება მას მხოლოდ ტერფებით და თავით;
ბ) გვერდზე - მდგომარეობა, როდესაც სპორტსმენი ეხება ხალიჩას ცალი ბეჭით, ხოლო მისი ზურგი ბეჭების დონეზე წარმოქმნის ხალიჩასთან 90 გრადუსს; მდგომარეობა „ნახევრადხიდი“, რომლის დროს სპორტსმენი იმყოფება ზურგით ხალიჩისკენ და ეხება მას ტერფებით, თავით და მხარით;
გ) მკერდზე და მუცელზე - მდგომარეობა, როდესაც სპორტსმენი ეხება ხალიჩას მკერდით ან მუცლით, ხოლო მის ზურგი ბეჭების დონეზე ხალიჩასთან ქმნის ბლაგვ კუთხეს;
დ) საჯდომზე ან წელზე - მდგომარეობა, როდესაც სპორტსმენი ეხება ხალიჩას ცალი ან ორივე დუნდულა კუნთით ან წელით;
ე) მხარზე - მდგომარეობა, როდესაც სპორტსმენი ეხება ხალიჩას მხარის სახსარით;
ვ) მუხლებზე (მუხლზე) - მდგომარეობა, როდესაც სპორტსმენი ეხება ხალიჩას მუხლებით (მუხლით), ამავე დროს ის შეიძლება იჯდეს თავის ტერფებზე და არ ეხებოდეს ხალიჩას დუნდულებით;
ზ) ხელებზე (ხელზე) - მდგომარეობა, როდესაც სპორტსმენი ეხება ხალიჩას ხელის მტევნებით (ცალი ხელით)
Source: სასპორტო ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი/ავტორი, შემდგენელი, მთ. რედაქტორი მანანა გოშაძე; თანაავტორი და კონსულტანტი ვასილ ლიპარტელიანი; ყდის დიზაინერი ირაკლი უშვერიძე; საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწ. სასწ. უნივერსიტეტი, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი. - თბილისი : უნივერსალი, 2023.