ასაშორიუ აკინორი (დოლგუსურენ დაგვადორჟი) – 68-ე იოკოძუნა. ის პროფესიულ სუმოს 1999 წლის იანვარში შეუერთდა და იმ წელს მხოლოდ 3 ოფიციალური ბრძოლა წააგო. 2000 წლის სექტემბერში კი ელიტარულ დივიზიონებში გამოჩნდა. 2003 წლის იანვარში მას იოკოძუნას წოდება მიენიჭა, სულ მის ანგარიშზე მაკუუჩი დივიზიონის 25 ჩემპიონობაა
Source: სასპორტო ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი/ავტორი, შემდგენელი, მთ. რედაქტორი მანანა გოშაძე; თანაავტორი და კონსულტანტი ვასილ ლიპარტელიანი; ყდის დიზაინერი ირაკლი უშვერიძე; საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწ. სასწ. უნივერსიტეტი, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი. - თბილისი : უნივერსალი, 2023.