თოკის კონსტრუქცია: მატარებელი ბირთვი (ბოჭკოების პარალელური კონები ან სინთეზური მასალებისგან დამზადებული ძაფები) და დამცავი გარსი. ეს ელემენტები განსაზღვრავს თოკის დრეკადობა–სიმტკიცის მონაცემებს. ახალმა თოკმა უნდა გაუძლოს 5 ვარდნას, 1200 კგ.–ს, მისი დიამეტრია – 9,4, 10, 11, 12 მმ.
Source: სასპორტო ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი / ავტორი, შემდგენელი, მთ. რედაქტორი მანანა გოშაძე; თანაავტორი და კონსულტანტი ვასილ ლიპარტელიანი; ყდის დიზაინერი ირაკლი უშვერიძე; საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწ. სასწ. უნივერსიტეტი, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი. - თბილისი : უნივერსალი, 2023.