D E I K P R W

ტა ტე ტზ ტი ტო ტჟ ტრ ტუ
ტა ტაბ ტაე ტავ ტაი ტაკ ტამ ტან ტაო ტას ტატ ტაქ ტაჩ

ტაეკვონდო

Sports
E. taekwondo
კორეული საბრძოლო ხელოვნება. ტაეკვონდოს განსაკუთრებული მახასიათებელი – ფეხების აქტიური მონაწილეობა ბრძოლაში, როგორც დარტყმისთვის ასევე ბლოკირებისთვის. სიტყვა „ტაეკვონდო“ შედგება სამი სიტყვისგან: „ტაე“ — გათელვა, „კვონ“ — მუშტი (ხელი), „დო“ – გზა ან ხელოვნება, ტაეკვონდოს გზა სრულყოფისაკენ (ხელ-ფეხის გზა). ტაეკვონდოში შეჯიბრებები ტარდება ოთხ სახეობაში: საგნების ძალისმიერი დამტვრევა, ტექნიკური კომპლექსები და სპარინგები, რომელიც მიმდინარეობს არასრული კონტაქტით, სპორტსმენებს აცვიათ დამცავი საშუალებები ფეხებსა („ფუტები“) და ხელებზე (ხელთათმანები), ქამრის ქვემოთ დარტყმა აკრძალულია. გამარჯვება ენიჭება ტექნიკური ილეთების შესრულებისათვის ქულებითა და მსაჯთა გადაწყვეტილებით
Source: სასპორტო ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი/ავტორი, შემდგენელი, მთ. რედაქტორი მანანა გოშაძე; თანაავტორი და კონსულტანტი ვასილ ლიპარტელიანი; ყდის დიზაინერი ირაკლი უშვერიძე; საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწ. სასწ. უნივერსიტეტი, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი. - თბილისი : უნივერსალი, 2023.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9