D E I K P R W

პა პე პი პლ პო პრ პტ პუ
პოზ პოლ

პოზიციები

Sports ფარიკაობა
პოზიცია 1–ელი – მოფარიკავეთა იარაღის პირის შეხება გარე წახნაგებით ქვემოთ–წინ მიმართული წვეტით, შეიარაღებული ხელისგულები მიმართულია ზემოთ.
პოზიცია მე–2 – მოფარიკავეთა იარაღის პირის შეხება შიდა წახნაგებით, მიმართული წვეტით შიგნით–წინ, შეიარაღებული ხელისგული მიმართულია ქვემოთ.
პოზიცია მე–3 – მოფარიკავეთა იარაღის პირის შეხება გარე წახნაგებით, მიმართული წვეტით ზემოთ–წინ, შეიარაღებული ხელისგული მიმართულია ქვემოთ.
პოზიცია მე–4 – მოფარიკავეთა იარაღის პირის შეხება შიდა წახნაგებით, მიმართული წვეტით ზემოთ–წინ, შეიარაღებული ხელისგული მიმართულია შიგნით.
პოზიცია მე–5 – მოფარიკავეთა იარაღის პირის შეხება შიდა წახნაგებით, მიმართული წვეტით ზემოთ–წინ, შეიარაღებული ხელისგული მიმართულია ქვემოთ რაპირით და დაშნით ფარიკაობისას.
პოზიცია მე–6 – მოფარიკავეთა იარაღის პირის შეხება გარე წახნაგებით, მიმართული წვეტით ზემოთ–წინ, შეიარაღებული ხელისგული მიმართულია ზემოთ რაპირით და დაშნით ფარიკაობისას.
პოზიცია მე–7 – რაპირით და დაშნით მოფარიკავეთა იარაღის პირის შეხება შიდა წახნაგებით, მიმართული წვეტით ქვემოთ–წინ, შეიარაღებული ხელისგული მიმართულია ზევით.
პოზიცია მე–8 – რაპირით და დაშნით მოფარიკავეთა იარაღის პირის შეხება გარე წახნაგებით, მიმართული წვეტით ქვემოთ–წინ, შეიარაღებული ხელისგული მიმართულია ზევით.
პოზიცია მე–9 – რაპირით და დაშნით მოფარიკავეთა იარაღის პირის შეხება გარე წახნაგებით, მიმართული წვეტით ქვემოთ–შიგნით, შეიარაღებული ხელისგული მიმართულია ზევით.
Source: სასპორტო ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი/ავტორი, შემდგენელი, მთ. რედაქტორი მანანა გოშაძე; თანაავტორი და კონსულტანტი ვასილ ლიპარტელიანი; ყდის დიზაინერი ირაკლი უშვერიძე; საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწ. სასწ. უნივერსიტეტი, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი. - თბილისი : უნივერსალი, 2023.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9