სამკურნალო საშუალებებისა და ინსტრუმენტების აუცილებელი ნაკრები პირველადი სამედიცინო დახმარებისათვის, რომელიც შეიძლება იყოს:
ა. ჯგუფური – მოიცავს სამედიცინო სახსრების მინიმალურ კომპლექტს, რომელიც შეიძლება დასჭირდეთ ხანგრძლივი ასვლისას.
ბ. რაზმის – დიდი რაზმისთვის, რომელიც იმყოფება ბანაკიდან ან სამაშველო სამსახურიდან მნიშვნელოვანი მანძილით დაშორებული;
გ. სამაშველო პუნქტის/რაზმის, რომელსაც, როგორც წესი, აქვს სამაშველო ჯგუფისათვის ორი ნაკრები (დამოკიდებულია დაზიანების სიმძიმესა და დაზარალებულის ტრანსპორტირების ხანგრძლივობაზე);
დ. სტაციონარული (საბაზო ბანაკის, შეკრების, ალპინიადის), რომელიც მოიცავს როგორც მედიკამენტების, ასევე სამედიცინო ინსტრუმენტებისა და საჭირო აღჭურვილობის უფრო ფართო სპექტრს;
ე. საექსპედიციო, პამირისა და ჰიმალაის მაღალმთიანი ექსპედიციების გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ყოველ ჯერზე სამედიცინო დახმარების შერჩევა უნდა მოხდეს მოქმედების მიზნიდან გამომდინარე, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, საჭიროა საკმარისი რაოდენობის მედიკამენტები რეანიმაციისა და ინტენსიური თერაპიისთვის, მზისგან დამცავი მალამოები. ინსტრუმენტთა ნაკრები საშუალებას უნდა იძლეოდეს, პრაქტიკულად განხორციელდეს ნებისმიერი ჩარევა ვერტმფრენის ჩამოსვლამდე და დაზარალებულის სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ევაკუაციამდე;
ვ. მაღალმთიან ბანაკებში სამედიცინო აფთიაქი არა მხოლოდ წონით უნდა იყოს მინიმალური, არამედ – ძლიერად შეფუთულიც. მათში უნდა იყოს მინიმალური რაოდენობა ტაბლეტისა და ამპულის სამკურნალო საშუალებების, სახვევების, სტერილური ერთჯერადი შპრიცების სახით. ასვლის თავისებურებების გათვალისწინებით, თითოეულ მაღალმთიან ბანაკში უნდა იყოს ჟანგბადის მარაგი ბალონებში;
ზ. პირადი შეიძლება იყოს ჯგუფის (გუნდის) თითოეული წევრისთვის ასვლის პირობების გათვალისწინებით, როდესაც ისინი დღის განმავლობაში იმყოფებიან მარშრუტზე ერთმანეთისგან მნიშვნელოვან მანძილზე
Source: სასპორტო ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი / ავტორი, შემდგენელი, მთ. რედაქტორი მანანა გოშაძე; თანაავტორი და კონსულტანტი ვასილ ლიპარტელიანი; ყდის დიზაინერი ირაკლი უშვერიძე; საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწ. სასწ. უნივერსიტეტი, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი. - თბილისი : უნივერსალი, 2023.