ამ ილეთის დროს ერთ ხელს ვავლებთ ჩოხის საყელოში კისერთან, მეორე ხელით ვუჭერთ მოწინააღმდეგის ხელს მაჯაში ან იდაყვში, შეგვაქვს ტანი მოწინააღმდეგის ქვეშ, შევარდნით ვუტრიალებთ და შემტევ ფეხს ვუსვამთ მის ფეხებს შუა, ხელებით ვქაჩავთ და ვაგდებთ
Source: სასპორტო ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი/ავტორი, შემდგენელი, მთ. რედაქტორი მანანა გოშაძე; თანაავტორი და კონსულტანტი ვასილ ლიპარტელიანი; ყდის დიზაინერი ირაკლი უშვერიძე; საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწ. სასწ. უნივერსიტეტი, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი. - თბილისი : უნივერსალი, 2023.