ისეთი მოქმედებაა, რომლის დროსაც მოჭიდავე ხელს ავლებს მოწინააღმდეგეს ქამარსა და ჩოხის ყურში, ერთი ფეხი წინ უდგას მეორე უკან, წონასწორობას გადაიტანს წინა ფეხზე, მუხლებში ოდნავ მოიხრება, შემობრუნდება, გვერდს შეაცურებს მოწინააღმდეგის მუცლის ქვეშ, უბიძგებს მუცლის არეში. მუხლებით გაიმართება, მოწინააღმდეგეს გადმოიტანს და დააგდებს. მოგვერდის სახეებია: მოკლე მოგვერდი, მკლავჩაკეტილი მოგვერდი, ღრმა მოგვერდი, გრძელი მოგვერდი, წელმოგვერ-დი, გარე ფეხჩაკეტილი მოგვერდი, მოგვერდ სარმა, ზურგმოგვერდი და ა.შ.
Source: სასპორტო ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი/ავტორი, შემდგენელი, მთ. რედაქტორი მანანა გოშაძე; თანაავტორი და კონსულტანტი ვასილ ლიპარტელიანი; ყდის დიზაინერი ირაკლი უშვერიძე; საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწ. სასწ. უნივერსიტეტი, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი. - თბილისი : უნივერსალი, 2023.