მოჭიდავეები პირისპირ დგანან მუხლებში მოხრილნი, თავდამსხმელს ფეხის ტერფი ოდნავ აწეული აქვს, მარჯვენა ხელი თავდამცველის კისერში აქვს ჩავლებული, მარცხენა ხელი კი – წინამხრის არეში. თავდამსხმელი მარჯვენა ფეხით დგამს მოკლე ნაბიჯს წინ და მარცხენა ფეხს სწრაფად უკან მიადგამს, რის შემდეგ ზურგით ტრიალდება თავდამცველისკენ მუხლებში ჩამჯდარი, მარჯვენა ფეხს დგამს თავდამცველის ფეხებს შუა და უსვამს ისე, რომ ბარძაყის ქვედა მხარე მოხვდეს თავდამცველის ფეხებს შორის და ზემოთ უსვამს მარჯვენა ფეხს, ხელებს კი ფეხის ამოსმასთან ერთად თავისკენ ეწევა და ასრულებს გდებას, ანუ – ამოსმულ შუასარმას ნახტომით ცალ ფეხზე
Source: სასპორტო ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი/ავტორი, შემდგენელი, მთ. რედაქტორი მანანა გოშაძე; თანაავტორი და კონსულტანტი ვასილ ლიპარტელიანი; ყდის დიზაინერი ირაკლი უშვერიძე; საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწ. სასწ. უნივერსიტეტი, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი. - თბილისი : უნივერსალი, 2023.