მოჭიდავეები პირის-პირ დგანან მუხლებსა და მხრებში ოდნავ მოხრილნი, თავდამსხმელს მარჯვენა ხელი კისერში აქვს ჩავლებული მარცხენა მხარეს, მარცხენა ხელი კი – მარჯვენა წინამხრის არეში, თავდამსხმელი მარჯვენა ფეხს მუხლში მოხრილს დგამს ტატამზე და მოწინააღმდეგეს ხელებით ეწევა თავისკენ, მარცხენა ფეხს უკან უდგამს და უსვამს თავდამცველს მარჯვენა ფეხს ბარძაყის არეში და აკეთებს შუასარმას წინ გდებით ფეხის მიდგმით.
Source: სასპორტო ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი/ავტორი, შემდგენელი, მთ. რედაქტორი მანანა გოშაძე; თანაავტორი და კონსულტანტი ვასილ ლიპარტელიანი; ყდის დიზაინერი ირაკლი უშვერიძე; საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწ. სასწ. უნივერსიტეტი, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი. - თბილისი : უნივერსალი, 2023.