D E I K P R W

გა გბ გდ გე გვ გზ გი გლ გო გრ გუ
გდე

გდება თავზემო მუცელში ფეხის მიდგმით (მიბჯენით)

  1. Sports ძიუდო
    I ვარიანტი – თავდამსხმელს მარჯვენა ხელი ჩავლებული აქვს თავდამცველის მკერდის მარცხენა არეში, მარცხენა ხელი კი – მარჯვენა ხელის წინამხრის არეში, თავდამსხმელი ხელებით ძლიერად ეწევა თავდამცველს და მარჯვენა ფეხით უკან დგამს მოკლე ნაბიჯს, იწყებს მარცხენა ფეხზე ჩაჯდომას, მარჯვენა კი ჰაერში აქვს აწეული, მუცელში უდგამს მოხრილ მუხლს და ჯდება ტატამზე, ფეხის ზემოთ გამართვითა და ხელების ერთდროული მოქაჩვით ასრულებს თავზემო გდებას იმ მხარეს, რომელ ფეხსაც უდგამს თავდამსხმელი
  2. II ვარიანტი. ყველაფერი ისე სრულდება, როგორც 1–ლი ვარიანტის დროს. განსხვავება მხოლოდ ხელების ჩავლებაშია. თავდამსხმელი აკეთებს ჩავლებას თავდამცველის ორივე ხელის წინამხრის არეში
  3. გდება თავზემო გადავლებიდან ქამარში ხელის ჩავლებით: III ვარიანტი. მოჭიდავეები დგანან გვერდულად. თავდამსხმელს მარცხენა ხელით უჭირავს თავდამცველის მარჯვენა ხელი. მარცხენა ხელის ძლიერი მოქაჩვით ხრის თავდამცველს წინ და მარჯვენა ხელით აკეთებს გადავლებას ქამარში ხელის ჩავლებით, შემდეგ მარჯვენა ფეხს უყრის ფეხებშუა მუხლში მოხრილს, მარცხენა ფეხს კი წინ დგამს, თავდამცველის მარჯვენა ფეხთან ახლოს ჯდება მარჯვენა ფეხზე, ხელებისა და ფეხების უკან ძლიერი მოქნევით აკეთებს თავზემო გდებას, რასაც ზედ გადასვლით, ანუ შებოჭვით, ამთავრებს
    Source: სასპორტო ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი/ავტორი, შემდგენელი, მთ. რედაქტორი მანანა გოშაძე; თანაავტორი და კონსულტანტი ვასილ ლიპარტელიანი; ყდის დიზაინერი ირაკლი უშვერიძე; საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწ. სასწ. უნივერსიტეტი, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი. - თბილისი : უნივერსალი, 2023.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9