მოჭიდავეები დგანან პირისპირ, თავდამსხმელი მარცხენა ხელით იწყებს ჩავლებას თავდამცველის მარცხენა მხარეს მკერდის არეში იდაყვში მოხრილი მარჯვენა ხელით. მარცხენა ხელით კი იჭერს თავდამცველის მარჯვენა ხელს წინამხრის არეში, ფეხებითა და ტანით აწვება თავდამსხმელს, წინ დგამს მიდგმით ნაბიჯს თავდამცველის ფეხებს შორის, საკმაოდ მუხლში მოხრილს, შემდეგ მარჯვენა ფეხით ასრულებს ცერულს შიგნიდან თავდამცველის მარჯვენა ფეხზე. აქ დიდი მნიშვნელობა აქვს ხელის მოძრაობას: მარცხენა ხელს ეწევა თავისკენ, მარჯვე-ნა ხელს კი, რომელიც მკერდში აქვს ჩავლებული, იდაყვით აწვება ყელთან ზემოთ და უკან, ზურგისკენ
Source: სასპორტო ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი/ავტორი, შემდგენელი, მთ. რედაქტორი მანანა გოშაძე; თანაავტორი და კონსულტანტი ვასილ ლიპარტელიანი; ყდის დიზაინერი ირაკლი უშვერიძე; საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწ. სასწ. უნივერსიტეტი, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი. - თბილისი : უნივერსალი, 2023.