მოჭიდავეები დგანან პირისპირ, თავდამსხმელი იჭერს თავდამცველის მარჯვენა ხელს მარცხენა ხელით, წინ დგამს მოკლე ნაბიჯს და ამავე დროს კორპუსს მთლიანად შეაბრუნებს. მარცხნივ კორპუსის შემობრუნებასთან ერთად ჩავლებულ ხელს, რომლითაც უჭირავს თავდამსხმელს, წინა მხრის არეში მაგრად ეწევა თავისკენ და ფეხით შიგნიდან გამოკვრითა და ხელის დაბლა დაქაჩვით, ჩაწოლით ასრულებს გდებას
Source: სასპორტო ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი/ავტორი, შემდგენელი, მთ. რედაქტორი მანანა გოშაძე; თანაავტორი და კონსულტანტი ვასილ ლიპარტელიანი; ყდის დიზაინერი ირაკლი უშვერიძე; საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწ. სასწ. უნივერსიტეტი, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი. - თბილისი : უნივერსალი, 2023.