D E I K P R W

მა მბ მგ მდ მე მზ მთ მი მკ მო მრ მს მტ მუ მღ მყ მც მძ მწ მხ
მაა მაბ მაგ მაე მავ მათ მაი მაკ მალ მან მარ მას მატ მაუ მაღ მაშ მაჩ მაწ მახ მაჯ

მახრჩობელა ილეთი ხელების ჯვარედინა ჩავლებით - მუშტების გადაბრუნებით (kata juji jime)

Sports ძიუდო
I ვარიანტი: თავდამცველი დგას მუხლებზე, თავდამსხმელი კი წინ უზის, რომელიც იღებს ცალმხრივ ჩავლებას მარცხენა მხრისა და მკერდის არეში, ძლიერად ქაჩავს ორივე ხელით თავისკენ თავდამცველს. მარჯვენა ხელს უშვებს მკერდიდან, გადააქვს თავდამცველის მარჯვენა მხარეს ყელთან, აჯვარედინებს ხელებს, იკრავს მკერდზე, მუშტების ჯვარედინად გადაბრუნებით ასრულებს მახრჩობელა ილეთს.
II ვარიანტი: თავდამცველი და თავდამსხმელი პირისპირ სხედან მუხლებზე. თავდამსხმელი მარჯვენა იდაყვზეა დაყრდნობილი და მარცხენა ხელს ქვემოდან უყრის იღლიაში მოწინააღმდეგეს. წვება გვერდზე, მთელი ტანით, ხელებისა და ფეხების დახმარებით თავ-დამცველს ქვემოდან აბრუნებს ზურგზე და ამავე დროს თავდამცველის მარცხენა ხელს ბერკეტით აჭერს კისერზე, ფეხები კი მოვლებული აქვს თავდამცველის ბარძაყზე.
III ვარიანტი: თავდამცველი დგას მუხლებზე. თავდამსხმელი ზემოდან უყრის ფეხებს (სად???), მარჯვენა ხელს კი ღრმად ავლებს კისრის არეში კიმონოში, მარცხენა ხელს კი ბერკეტის სახით იღლიაში უყრის და კისერზე აწვება. თავდამსხმელი გვერდზე აწვენს თავდამცველს, მარჯვენა ხელს ეწევა ძლიერად და მახრჩობელა ილეთს უტარებს, მარცხენა ხელით კი აწვება კისერზე. ამ დროს აუცილებელია ფეხების ძლიერად ჩახვევა მენჯბარძაყის სახსარში.
IV ვარიანტი: თავდამცველი ქვეჭიდში დგას მუხლებზე. თავდამსხმელს ორივე ფეხი ჩაყრილი აქვს მოწინააღმდეგის ბარძაყის არეში, თავდამსხმელს მარჯვენა ხელი უჭირავს ყელის არეში, მარცხენა ხელი კი თავდამცველის მარჯვენა მხარეს კიმონოში აქვს ჩავლებული ჯვარედინად ღრმად ყელთან და ორივე ხელის ძლიერი მოქაჩვით ასრულებს მახრჩობელა ილეთს.
V ვარიანტი: თავდამსხმელი წინიდან ჩამჯდარია და წევს ზურგზე, ფეხები მოხვეული აქვს წელზე. თავდამცველი დგას მუხლებზე, თავდამსხმელი მარჯვენა ხელს ავლებს კისერში მარცხენა მხარეს, მარცხენა ხელს კი იმავე მხარეს – ყელთან, მკერდის არეში მარჯვენა ხელი, რომელიც კისერში ჰქონდა ჩავლებული, თავდამცველის თავზე გადააქვს მარჯვენა მხარეს და უდგამს იდაყვს კისერში, ძლიერად აწვება ხელებით, რის შედეგადაც თავდამცველი იხრჩობა.
Source: სასპორტო ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი/ავტორი, შემდგენელი, მთ. რედაქტორი მანანა გოშაძე; თანაავტორი და კონსულტანტი ვასილ ლიპარტელიანი; ყდის დიზაინერი ირაკლი უშვერიძე; საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწ. სასწ. უნივერსიტეტი, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი. - თბილისი : უნივერსალი, 2023.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9