D E I K P R W

მა მბ მგ მდ მე მზ მთ მი მკ მო მრ მს მტ მუ მღ მყ მც მძ მწ მხ
მაა მაბ მაგ მაე მავ მათ მაი მაკ მალ მან მარ მას მატ მაუ მაღ მაშ მაჩ მაწ მახ მაჯ

მახრჩობელა ილეთები ფეხებით (yoko sankaku jime yoko)

Sports ძიუდო
I ვარიანტი: თავდამსხმელი დგას ფეხზე, თავდამცველი კი – მუხლებზე, თავდამსხმელს მარცხენა ხელით ზემოდან უჭირავს თავდამცველის ქამარი და იდაყვით აწვება ზურგზე, მარცხენა ფეხს უდგამს იღლიაში მარჯვენა მხართან, მარჯვენა ხელი აქვს ჩავლებული ქვემოდან მარჯვენა მხარეს კიმონოში მკერდთან, გვერდზე წამოწოლით ფეხებს შეკრავს თავდამსხმელი და ფეხებით თავისკენ ეწევა თავდამცველი თავდამცველს და ასრულებს მახრჩობელა ილეთს.
II ვარიანტი: თავდამცველი დგას ქვეჭიდში მუხლებზე, თავდამსხმელი კი – ფეხზე. მარცხენა ხელი ჩავლებული აქვს წელზე ქამარში, მარჯვენა კი – თავდამცველის წინა მხრის არეში, მარცხენა ფეხს უყრის იღლიაში თავდამცველს, ხელებით ქაჩავს თავისკენ, უწვება მარცხნივ გვერდზე, შეკრავს ფეხებს და ასრულებს მახრჩობელა ილეთს ფეხებით.
III ვარიანტი: თავდამსხმელი დგას ფეხებზე, თავდამცველი კი მუხლებზეა დაჩოქილი, თავდამსხმელს მარცხენა ხელით ზემოდან უჭირავს ქამარი და იდაყვით აწვება ზურგზე, მარცხენა ფეხს უდგამს იღლიაში თავდამცველს მარჯვენა მხართან. მარჯვენა ხელი ქვემოდან აქვს ჩავლებული მარჯვენა მხარეს კიმონოში მკერდთან, გვერდზე წამოწოლით ფეხებს შეკრავს თავდამსხმელი, მარცხენა ფეხის მუხლის სახსრის მოხრით აწვება თავის მარჯვენა ფეხს კოჭის სახსარზე და ასრულებს მახრჩობელა ილეთს ფეხებით.
IV ვარიანტი (omote): თავდამსხმელი ქვემოდანაა, წევს ზურგზე, თავდამცველი მუხლებზე დგას. თავდამ-სხმელი ორივე ხელით იღებს თავდამცველის მარჯვენა ხელს, მარჯვენა ფეხი გადააქვს კისერზე და ადებს გარდიგარდმო. მარცხენა ფეხის მუხლის სახსრით კეტავს თავის კოჭწვივის სახსარს, რის შემდეგაც შეკრულ ფეხებს ერთდროულად ხრის ზემოდან ქვემოთ და ძლიერად ეწევა, რის შედეგადაც ასრულებს მახრჩობელა ილეთს.
Source: სასპორტო ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი/ავტორი, შემდგენელი, მთ. რედაქტორი მანანა გოშაძე; თანაავტორი და კონსულტანტი ვასილ ლიპარტელიანი; ყდის დიზაინერი ირაკლი უშვერიძე; საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწ. სასწ. უნივერსიტეტი, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი. - თბილისი : უნივერსალი, 2023.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9