თავდამცველი მუხლებზე დგას ქვეჭიდში ხელებზე, თავდამსხმელი კი გვერდიდან უდგას, მარცხენა ხელი ჩავლებული აქვს ყელთან, მარჯვენა მხარეს თავდამსხმელს მარჯვენა ფეხი გადააქვს მოწინააღმდეგის წელზე, იწყებს წინ კოტრიალს, იჭერს თავდამცველის ფეხს ბარძაყის არეში, კოტრიალის დროს გადააქვს მარცხენა ფეხი, შეკრავს ორივე ფეხს, შემდეგ ყელში ჩავლებულ ხელს ქაჩავს თავისკენ და ასრულებს მახრჩობელა ილეთს წინ კოტრიალში
Source: სასპორტო ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი/ავტორი, შემდგენელი, მთ. რედაქტორი მანანა გოშაძე; თანაავტორი და კონსულტანტი ვასილ ლიპარტელიანი; ყდის დიზაინერი ირაკლი უშვერიძე; საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწ. სასწ. უნივერსიტეტი, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი. - თბილისი : უნივერსალი, 2023.