უკან მოჩეხვა მუხლით და ბარძაყის ჩადგმით (tani otoshi)
II ვარიანტი: თავდამსხმელს მარჯვენა ხელი ჩავლებული აქვს თავდამცველის მარცხენა მხრის ან მკერდის არეში, მარცხენა კი – იდაყვთან, მარჯვენა მუხლი აწეული აქვს მარცხენა ფეხით წინ მოძრაობს, ბიძგს აკეთებს და გადის გვერდზე, თავდამცველის მარცხენა მხარეს, მარჯვენა ფეხს უკან უდგამს თავდამცველს მარცხენა ფეხის მუხლის სახსართან და სიმძიმის ცენტრი გადააქვს უკან, მარცხენა ფეხზე. თავდამცველს ისვამს ბარძაყზე, შემდეგ ბარძაყის აკვრით, ხელებისა და ტანის უკან მოქნევით აკეთებს მოჩეხვას
Source: სასპორტო ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი/ავტორი, შემდგენელი, მთ. რედაქტორი მანანა გოშაძე; თანაავტორი და კონსულტანტი ვასილ ლიპარტელიანი; ყდის დიზაინერი ირაკლი უშვერიძე; საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწ. სასწ. უნივერსიტეტი, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი. - თბილისი : უნივერსალი, 2023.