თავდამცველი ზურგზე წევს, თავდამსხმელი კი მარცხენა მუხლზე დგას, მარჯვენა მუხლით ბარძაყზე აწვება თავდამცველს ფეხების მხრიდან, თავდამსხმელი იდაყვით ან ხელის მტევნით იწყებს შეტევას ბარძაყის გადაწევით. თავდამსხმელი მარჯვენა მუხლით აწვება თავდამცველს ბარძაყზე, მეორე ფეხი მუხლში გამართულია და ფეხზე დგას, იწყებს წინ გადასვლას ბარძაყზე მუხლის დაწოლით, მარცხენა ხელით იჭერს თავდამცველის მარჯვენა ხელს, მარჯვენა ხელს კი ავლებს კისერში
Source: სასპორტო ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი/ავტორი, შემდგენელი, მთ. რედაქტორი მანანა გოშაძე; თანაავტორი და კონსულტანტი ვასილ ლიპარტელიანი; ყდის დიზაინერი ირაკლი უშვერიძე; საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწ. სასწ. უნივერსიტეტი, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი. - თბილისი : უნივერსალი, 2023.