I ვარიანტი: თავდამცველი წევს მუცელზე, თავდამსხმელი ქამარში ხელის ჩავლებით ასწევს მას ზემოთ, ფეხებს უყრის გარედან (გარედან ფეხების შეყრა), ხელებს ავლებს იღლიებში და მაგრად ეწევა ზემოთ, შემდეგ თავდამსხმელი ხსნის ფეხებს, უწვება გვერდზე, მოექცევა ზემოდან, იმავდროულად, ერთი ხელი კისერზე გადააქვს და იჭერს მაგრად, ფეხებს კი ახვევს წელზე ან ფეხებზე ბარძაყის არეში და ბოჭავს ზემოდან, კისერში ხელის შეყრით.
II ვარიანტი: ორივე მოჭიდავე მუხლებზე დგას ქვეჭიდში, თავდამსხმელი გვერდიდან ორივე ხელს ავლებს თავდამცველს და ეწევა თავისკენ, ტანით წვება გვერდზე, უშლის მარცხენა ფეხს, აბრუნებს ზურგზე და ასრულებს გარდიგარდმო შემოჭვას.
III ვარიანტი: თავდამცველი დგას მუხლებზე. თავდამ-სხმელს თავდამცველის ზურგზე ქამარი უჭირავს მარჯვენა ხელით, მარცხენა ხელი იღლიაში აქვს შეყრილი და მაგრად უჭირავს თავდამცველის მარჯვენა მხარი. მარჯვენა მუხლი ტატამზე უდგას, მარცხენა კი აწეულია ტატამიდან ხელების, ტანისა და ფეხების დახმარებით, ზურგზე აბრუნებს თავდამცველს და ასრულებს გარდიგარდმო შემოჭვას
Source: სასპორტო ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი/ავტორი, შემდგენელი, მთ. რედაქტორი მანანა გოშაძე; თანაავტორი და კონსულტანტი ვასილ ლიპარტელიანი; ყდის დიზაინერი ირაკლი უშვერიძე; საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწ. სასწ. უნივერსიტეტი, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი. - თბილისი : უნივერსალი, 2023.