D E I K P R W

შა შე შვ ში შლ შო შუ შხ
შებ შეგ შეკ შემ შენ შეპ შერ შეს შეტ შეფ შექ შეც შეჭ შეჯ

შებოჭვა მხრების მხრიდან (kamishiho gatame)

Sports ძიუდო
I ვარიანტი: თავდამსხმელი დგას მუხლებზე თავდამცველი წევს ზურგზე. თავდამსხმელი ფეხების მხრიდანა, ორივე ხელით ჩაავლებს მოწინააღმდეგეს მკერდის არეში, აყენებს მხრებზე თავდამცველს, აჯვარედინებს ხელებს, ძლიერად აწვება თავდამცველს, რის შემდეგაც იწყებს მუხლებით სიარულს ხოხვას თავდამცველის თავის მხარეს, შემდეგ უშვებს მარჯვენა ხელს მკერდიდან, გადის თავის მხარეს და ასრულებს შებოჭვას მხრების მხრიდან.
II ვარიანტი: თავდამსხმელი დგას მუხლებზე თავდამცველი კი მუცელზე წევს. თავდამსხმელი მარჯვენა ხელს ზურგზე ქამარში ავლებს, მარცხენას კი – იღლიაში. მარცხენა ფეხზე წამოიწევა და მარჯვენა მუხლს თავთან უდგამს, შემდეგ მარცხენა ხელით აბრუნებს ზურგზე მთელი ტანით აწვება თავდამცველს და ბოჭავს მას
Source: სასპორტო ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი/ავტორი, შემდგენელი, მთ. რედაქტორი მანანა გოშაძე; თანაავტორი და კონსულტანტი ვასილ ლიპარტელიანი; ყდის დიზაინერი ირაკლი უშვერიძე; საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწ. სასწ. უნივერსიტეტი, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი. - თბილისი : უნივერსალი, 2023.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9