თამაში ქამრებით. მოთამაშენი ორ ჯგუფად იყოფიან. ერთ ჯგუფს აქვს ლახტები (ქამრები), რომლებსაც მიწაზე შემოვლებულ წრეში აწყობენ და იცავენ. მეორენი წრეს სირბილით უვლიან და ცდილობენ ლახტების მოტაცებას. მოტაცებული ლახტებით ფეხებში სცემს წრეში მყოფთ. ისინი კი ცდილობენ "დაჭრან" თავდამსხმელები, ე.ი. წრიდან გაუსვლელად ფეხი ფეხზე მოარტყან. შემდგომ გუნდები ადგილს იცვლიან და თამაში გრძელდება