თამაში; ბავშვს მარჯვენა ხელის სალოკ თითს მარცხენა ხელის გულზე ასმევინებენ და ამბობენ: "ლოლია, ლოლია, ფიცარი ჭრელია, ხბო წითელია", შემდეგ მარცხენა ხელის ნეკს მოაკეცინებენ და იტყვიან: "ამან დაკლა", არათითს მოაკეცინებენ: "ამან წყალი მოიტანა", შუათითს მოაკეცინებენ: "ამან მოხარშა", სალოკს მოაკეცინებენ : " ამან მარილად ნახა", და ბოლოს ცერზე : "ამან შეჭამა" და თითს პირთან მიატანინებენ (ტექსტი ყველგან ერთნაირი არაა)