Rus. Геодинамический Режим ПроцессаE. Geodynamic regime of process გეოდინამიკური რეჟიმის დროში ცვალებადობის ანალიზისა და ინფორმაციის კოდირებისათვის შემოგვაქვს სამი კლასიფიკატორი: სტაბილური, ფონური, ექსტრემალური (წერეთელი, ტატაშიძე, კვირკველია). სტაბილურ სიტუაციად აღიქმება ის დონე, როდესაც პროცესების აქტივიზაციის რეჟიმი იმყოფება მიღებული ფონური მაჩვენებლის ზღვრის ქვემოთ. ფონური რითმიკის ქვეშ გვესმის პროცესების ინტენსივობის ის რაოდენობრივი მაჩვენებელი, რომლის განვითარება-აქტივიზაცია ფიქსირებულ პერიოდში ექცევა ატმოსფერული ნალექების საშუალო მრავალწლიური რეჟიმისა და ნორმალური (მიღებული) ანთროპოგენური დატვირთვის დონის საზღვრებში. ექსტრემალურ სიტუაციად აღიქმება ტერიტორიის ისეთი მდგომარეობა, როდესაც პროცესების განვითარება იღებს პაროქსიზმულ ხასიათს დიდ ფართობებზე რეგიონის ან ქვეყნის მასშტაბით, იწვევს განსაკუთრებით დიდ მატერიალურ ზარალს და სტიქიურ უბედურებებს.
Source: საინჟინრო-გეოლოგიური და გეოეკოლოგიური განმარტებითი ლექსიკონი = Инженерно-геологический и геоэкологический толковый словарь = A dictionary of engineering-geology and geoekology : (რუსულ-ინგლისურ-ქართულ ტერმინთა შესატყვისობით და ქართული განმარტებით), თბილისი : მეცნიერება, 2005. ISSN 99928-962-4-8.