აბ აგ ად აე ავ აზ აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აშ ახ
ატე ატმ

ატემოსფეროს გაჭუჭყიანების მთავარი წყაროები

Rus. Главные источники загрязнения атмосферы
E. Main sources of atmosphere polution
ატმოსფეროს ჰაერის გაჭუჭყიანების მთავარ მიზეზად ინდუსტრიულ ქვეყნებში ითვლება ავტომანქანები და ტრანსპორტის სხვა სასეები, საწარმოო ობიექტებიდან ყოველწლიურად ატმოსფეროს ჰაერში ხვდება 200 მლნ. ტონა ნახშირბადის ოქსიდი, 151 მლნ. ტონა გოგირდის ოქსიდი, 50 მლნ. ტონა აზოტის ოქსიდი, 50 მლნ. ტონაზე მეტი სსვადასხვა ნახშირწყელები, 250 მლნ. ტონაზე მეტი წვრილდისპერსული აეროზოლები და სხვა. ყველაზე სუფთა ჰაერი ოკეანის ზედაპირის სივრცეშია. სოფლებსა და სხვა მცირე დასახლებულ პუნქტებში ჰაერი შეიცავს დასაშვებზე 10-ჯერ მეტ მტვრის ნაწილაკებს, ხოლო პატარა ქალაქებში ასეთი გაჭუჭყიანება 35-ჯერ მეტია დასაშვებზე. სამრეწველო ცენტრების თავზე მტვერით გაჟღენთილი ღრუბლები შეიცავენ 150-ჯერ მეტ მტვერს, ვიდრე ოკეანის თავზე. დიდი სამრეწველო ქალაქების თავზე გაჭუჭყიანებული ჰაერი 1.5-2 კმ სიმაღლემდე აღწევს. ე! ქუდი ზადხულობით სხივების 20%-ს შთანთქავს. სოფლებსა და რაიონებში ატმოსფეროს გაჭუჭყიანების მთავარ მიზეზად ითვლება მეცხოველეობისა და მეფრინველეობის ფერმები, ხორცის წარმოების ობიექტები, პესტიციდები და სხვა.
Source: საინჟინრო-გეოლოგიური და გეოეკოლოგიური განმარტებითი ლექსიკონი = Инженерно-геологический и геоэкологический толковый словарь = A dictionary of engineering-geology and geoekology : (რუსულ-ინგლისურ-ქართულ ტერმინთა შესატყვისობით და ქართული განმარტებით), თბილისი : მეცნიერება, 2005. ISSN 99928-962-4-8.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9