Rus. Городской климатE. Urban climate ქალაქის კლიმატის თავისებურება, რომელიც განასხვავებს მას გაშლილი ადგილის კლიმატისაგან. იგი სხვა თანაბარ პირობებთან განისაზღვრება ქალაქის სიდიდით, დაგეგმარებით, განაშენიანებით, მრეწველობის განვითარებით, რის გამოც ქალაქის ტერიტორიაზე იზრდება ტემპერატურა, ეცემა ფარდობითი ტენიანობა და ქარის სიჩქარე, ზაფხულობით ხშირია ქალაქის ბრიზი - ჰაერის გადატანა დღისით განაპირა ზონიდან უფრო გამთბარი ცენტრისაკენ, რასაც თან ახლავს ძლიერი კონვექცია ღრუბლებითა და ნალექებით; ქალაქში, ზამთარში ხშირია ნისლი, ქალაქის ჰაერის გაკვამლიანებით იზრდება გაუმჭირვალობა და მცირდება მზის ნათება.
Source: საინჟინრო-გეოლოგიური და გეოეკოლოგიური განმარტებითი ლექსიკონი = Инженерно-геологический и геоэкологический толковый словарь = A dictionary of engineering-geology and geoekology : (რუსულ-ინგლისურ-ქართულ ტერმინთა შესატყვისობით და ქართული განმარტებით), თბილისი : მეცნიერება, 2005. ISSN 99928-962-4-8.