Rus. ГрядаE. Ridge, range 1. ხშირად ვიწრო, გაჭიმული, ამაღლებული რელიეფი ან ბორცვების ჯაჭვისებური მწკრივი; მათი ფერდობის დაქანება 20°-ია და ზოგჯერ მეტიც, სიმაღლე 200 მ-მდე. აქეთ ბრტყელი და მომრგვალებული მწვერვალები და მკვეთრად გამოსახული ძირის ხაზი. ისინი წარმოადგენენ რელიეფის მარტივ, ჩაკეტილ ფორმას, ზოგჯერ ძლიერ რთულს. 2. ერთმანეთს მიყოლებული და ერთი მიმართულებით ორიენტირებული ქედების ერთობლიობა, დანაწევრებული განივი და გრძივი მდინარეთა ხეობებით.
Source: საინჟინრო-გეოლოგიური და გეოეკოლოგიური განმარტებითი ლექსიკონი = Инженерно-геологический и геоэкологический толковый словарь = A dictionary of engineering-geology and geoekology : (რუსულ-ინგლისურ-ქართულ ტერმინთა შესატყვისობით და ქართული განმარტებით), თბილისი : მეცნიერება, 2005. ISSN 99928-962-4-8.