Rus. Давление на устье скважиныE. Well mouth pressure ჭაბურღილის პირზე წარმოშობილი წნევა, როცა ის კვეთს შრეებრივ წნევიან ჰორიზონტებს და აღემატება სითხის სვეტის წნევას. ჭაბურღილის პირზე წნევა იზომება მანომეტრით; მისი სიდიდე დამოკიდებულია სითხის სვეტის წონაზე და რიცხობრივად ტოლია შრეებრივი წნევისა და სითხის სვეტის წონის წნევის სხვაობისა ჭაბურღილის პირიდან გახსნილ პორიზონტამდე. პირი აღნიშნავს ჭაბურღილის მიერ დედამიწის გადაკვეთის ადგილს (ბურღვის დასაწყისს).
Source: საინჟინრო-გეოლოგიური და გეოეკოლოგიური განმარტებითი ლექსიკონი = Инженерно-геологический и геоэкологический толковый словарь = A dictionary of engineering-geology and geoekology : (რუსულ-ინგლისურ-ქართულ ტერმინთა შესატყვისობით და ქართული განმარტებით), თბილისი : მეცნიერება, 2005. ISSN 99928-962-4-8.