Rus. Деградация почвE. Soil degradation ნიადაგების თვისებების თანდათანობითი გაუარესება (გუმისის შემცველობის შემცირება, სტრუქტურის დარღვევა, ნაყოფიერების შემცირება), რაც გამოწვეულია ნიადაგწარმომშობი თვისებების შეცვლით როგორც ბუნებრივი პირობებით, ასევე ადამიანის სამეურნეო მოქმედებებით, კერძოდ: ეროროხიით, პოსტიციდებით გაჭუჭყიანებით, მეორადი დამარილიანებით და არასწორი აგროტექნიკით. ატმოსფეროს გაჭუჭყიანების გადიდების (ოქსიდებით, აზოტით, გოგირდით) შედეგად წამოიჭრა მჟავე წვიმების პრობლემა და მათი მოქმედება ნიადაგების ფენაზე. დამტკიცებულია, რომ დაბალი ტექნოგენური სიმჟავის ზემოქმედებით გამოირჩევიან ტუნდრისა და ტაიგის ზონის ნიადაგები, ხოლო დიდი გავლენით - სტეპების (ველის) უდაბნოს რაიონის ნიადაგები. ყოფილ საბჭოთა კავშირში ანთროპოგენული სიმჟავის ზემოქმედების პროცესები მოდის დასავლეთ რაიონებზე (სულფატების გამოყოფა I-2 ტ/კ6თ - წელიწადში), სადაც ფორმირდება ეწერი და ქვიშიანი ეწერები, რომლებიც ხასიათდებიან დაბალი მდგრადობით, რაც ხელს უწყობს მათ დეგრადაციას.
Source: საინჟინრო-გეოლოგიური და გეოეკოლოგიური განმარტებითი ლექსიკონი = Инженерно-геологический и геоэкологический толковый словарь = A dictionary of engineering-geology and geoekology : (რუსულ-ინგლისურ-ქართულ ტერმინთა შესატყვისობით და ქართული განმარტებით), თბილისი : მეცნიერება, 2005. ISSN 99928-962-4-8.