Rus. Деформация горных породE. Rock deformation ქანების ფორმისა და მოცულობის შეცვლა ტექტონიკური ძალების ზეგავლენით. დეფორმაცია შეიძლება მოხდეს ქანების მოცულობის შეცვლასთან დაკავშირებით, როცა მოქმედებს ჰიდროსტატიკური წნევა ან მოცულობა და სხეულის ფორმები ან მარტო ფორმები, მიმართული ძალების ზეგავლენით. ამ უკანასკნელის მოქმედებისას წარმოიქმნება სამი სახის დეფორმაცია: დრეკადი (ელასტიკური), პლასტიკური და წყვეტითი. 1. დრეკადი დეფორმაციის დროს იცვლება სხეულის ფორმა, მაგრამ როგორც კი მადეფორმირებელი ზემოქმედება შეწყდება, სხეულის წინანდელი ფორმა აღდგება; 2. პლასტიკური დეფორმაციის დროს სხეულის ფორმის შეცვლა ხდება წყვეტის გარეშე, მაგრამ ელასტიკური (დრეკადი) დეფორმაციისგან განსხვავებით, პლასტიკური დეფორმაცია შეუქცევადია. პლასტიკურ დეფორმაციას განსაკუთრებული მნიშვენელობა აქვს სიღრმეში, იგი წარმოიქმნება განსაზღვრული მიმართულების დიფერენციალური მოძრაობის დროს; 3. წყვეტით დეფორმაციას თან ახლავს მთლიანობის დარღვევა ნაპრალების წარმოქმნით და სლეჩვით. დედამიწის ქერქის აგებულებაში ადგილი აქვს პლასტიკურსა და წყვეტით დევორმაციებს.
Source: საინჟინრო-გეოლოგიური და გეოეკოლოგიური განმარტებითი ლექსიკონი = Инженерно-геологический и геоэкологический толковый словарь = A dictionary of engineering-geology and geoekology : (რუსულ-ინგლისურ-ქართულ ტერმინთა შესატყვისობით და ქართული განმარტებით), თბილისი : მეცნიერება, 2005. ISSN 99928-962-4-8.