Rus. Дифракция волнE. Wave diffraction ტალღის ფრონტის მოხრა წყლის ზედაპირზე წინააღმდეგობის შეხვედრისას (მაგ., მოლის ბოლო), ან ვიწრო ადგილში გასვლის შედეგად. ამ პროცესს თან ახლავს ტალღის ფრონტის გაჭიმვა, რომელსაც სდევს ტალღური სხივების დივერგენცია და ენერგიის დაცემა ფრონტის ერთეულის სიგრძეზე.
Source: საინჟინრო-გეოლოგიური და გეოეკოლოგიური განმარტებითი ლექსიკონი = Инженерно-геологический и геоэкологический толковый словарь = A dictionary of engineering-geology and geoekology : (რუსულ-ინგლისურ-ქართულ ტერმინთა შესატყვისობით და ქართული განმარტებით), თბილისი : მეცნიერება, 2005. ISSN 99928-962-4-8.