ქა ქე ქვ ქი ქლ ქს
ქაი ქალ ქან ქარ

ქანის ბუნებრივი ტენიანობა

Rus. Естественная влажность породы
E. Natural humidity of rock
წყლის რაოდენობა ქანის ბუნებრივი წოლის პირობებში. წყლის რაოდენობრივი შემცველობა ქანში გამოისახება: 1. წონითი ტენიანობით - წყლის წონის შეფარდება ქანის ჩონჩხის წონასთან; 2. მოცულობითი ტენიანობით - წყლის მოცულობის შეფარდება ქანის მოცულობასთან; 3. დაყვანილი ტენიანობით - წყლის მოცულობის შეფარდება ჩონჩხის მოცულობასთან; 4. შეფარდებითი ტენიანობით - წყლის მოცულობის შეფარდება ქანში ფორების მოცულობასთან. ქანის ბუნებრივი ტენიანობა გრუნტის წყლების დონის ზემოთ იცვლება დროში, ამ დონის ქვემოთ ტენიანობა მაქსიმალურია ქანების ამ ფორიანობისათვის ან ახლოა მაქსიმალურ სიდიდესთან, სოლო შეფარდებითი ტენიანობა ერთის ტოლია ან ახლოა მასთან.
Source: საინჟინრო-გეოლოგიური და გეოეკოლოგიური განმარტებითი ლექსიკონი = Инженерно-геологический и геоэкологический толковый словарь = A dictionary of engineering-geology and geoekology : (რუსულ-ინგლისურ-ქართულ ტერმინთა შესატყვისობით და ქართული განმარტებით), თბილისი : მეცნიერება, 2005. ISSN 99928-962-4-8.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9