Rus. Зона аэрацииE. Aeration zone მიწის ქერქის ყველაზე ზედა ზონა, მოქცეული მიწის ზედაპირსა და გრუნტის წყლების სარკეს შორის. აერაციის ქანების ფორებში, ნაპრალებისა და სხვა სიცარიელეებში იმყოფება აფსკური და კაპილარული წყლები. იშვიათად მათში ჩაიჟონება გრავიტაციული წყლები. სიცარიელეების მნიშვენელოვანი ნაწილი დაკავებულია წყლის ორთქლით და ჰაერით. წყლის ორთქლის ყოფნა სიცარიელეებში ყველაზე უფრო დამახასიათებელია აერაციის ზონისათვის.
Source: საინჟინრო-გეოლოგიური და გეოეკოლოგიური განმარტებითი ლექსიკონი = Инженерно-геологический и геоэкологический толковый словарь = A dictionary of engineering-geology and geoekology : (რუსულ-ინგლისურ-ქართულ ტერმინთა შესატყვისობით და ქართული განმარტებით), თბილისი : მეცნიერება, 2005. ISSN 99928-962-4-8.