Rus. Капиллярность горных породE. Capillarity (atraction) of rocks მოვლენების ერთობლიობა, განპირობებული სითხის მოლეკულებსა და მყარ სხეულს შორის ძალების ურთიერთმოქმედებით მათ საერთო საზღვარზე. ქანების კაპილარობა ხასიათდება სითხეების მიერ მყარი სხეულის დასველებით, ან არდასველებით, ზედაპირული დაჭიმულობის გამო, სითხის აწევ-დაწევით ძლიერ წვრილ კაპილარებში სიბრტყეთა შორის მენისკის შექმნით. ბოლო გამოკვლევებმა გვიჩვენა, რომ კაპილარული წყლის აწევა ხდება ჰიდრატაციის იონების და მოლეკულების ენერგიის შედეგად მყარი და თხევადი ფაზის მოსაზღვრე ზედაპირზე, რაც მის ელექტრო-ქიმიურ ბუნებაზე მიუთითებს.
Source: საინჟინრო-გეოლოგიური და გეოეკოლოგიური განმარტებითი ლექსიკონი = Инженерно-геологический и геоэкологический толковый словарь = A dictionary of engineering-geology and geoekology : (რუსულ-ინგლისურ-ქართულ ტერმინთა შესატყვისობით და ქართული განმარტებით), თბილისი : მეცნიერება, 2005. ISSN 99928-962-4-8.