კა კე კი კლ კო კრ კუ
კალ კაპ კარ კატ კაშ კაჭ

კატასტროფა (უბედურება)

Rus. Катастрофа
E. Catastrophe
ყოველგვარი ცვალებადობა მომხდარი გარემოპირობებში, რომელიც დაღუპვის საშიშროების ქვეშ აყენებს ყოველგვარ ცოცხალს. კატასტროფა ნიშნავს გარემოს სტაბილური სისტემის მდგომარეობის დარღვევას განსაზღვრულ ადგილზე და განსაზღვრულ დროს. ამიტომ სტიქიური უბედურების მთავარი მიზანი უნდა გამოიხატებოდეს სისტემის სტაბილურობის უზრუნველყოფის პირობების შესწავლასა და მცდელობაში – დავადგინოთ მიზეზი. კატასტროფა არა მარტო მოულოდნელი უბედურებით გამოიხატება (მიწისძვრა, ვულკანური ამონანთხევები, გეოლოგიური პროცესები და სხვ.). არამედ ხანგრძლივი საუკუნეობრივი მოელენებითაც, მაგალითად, ქ. ვენეციის მსგავსი ნელი დაძირვა და სხვ. კატასტროფა ძირითადად სამი სახეობისაა: ბუნებრივი, ტექნოგენური, ბიოლოგიურ-სოციალური. აღნიშნულ კატასტროფებს თავისი შემადგენელი მახასიათებლების მიხედვით ყოფენ. 1. ბუნებრივი: გეოლოგიური, ჰიდროლოგიური, მეტეოროლოგიური; 2. ტექნოგენური: რადიაციული, ქიმიური, ბიოლოგიური, ჰიდროდიონამიკური, ხანძრები და აფეთქებები, სატრანსპორტო - მაგისტრალური; 3. ბიოლოგიური-სოციალური.
Source: საინჟინრო-გეოლოგიური და გეოეკოლოგიური განმარტებითი ლექსიკონი = Инженерно-геологический и геоэкологический толковый словарь = A dictionary of engineering-geology and geoekology : (რუსულ-ინგლისურ-ქართულ ტერმინთა შესატყვისობით და ქართული განმარტებით), თბილისი : მეცნიერება, 2005. ISSN 99928-962-4-8.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9