Rus. Классификация оползневых факторовE. Classification landslide factors I. კეილის, ნ. მასლოვის და სხვათა მიხედვით: 1. ფაქტორები, რომლებიც მოქმედებენ გადაადგილების ძალის სიდიდეზე; 2. ფაქტორები, რომლებიც მოქმედებენ გადაადგილების ძალის სიდიდის საწინააღმდეგოდ. II. ე. ემელიანოვას მიხედვით: 1. პირობები, რომლებიც განსაზღვრავენ მდგრადობის კოეფიციენტის სიდიდეს არსებულ მომენტში; 2. პროცესები, რომლებიც ცვლიან მდგრადობის კოეფიციენტებს დროში: ა) რომლებიც იწვევენ დროებითი მდგრადობის კოეფიციენტის შექცევად ცვლას, განსაზღვრავს მის პერიოდულ და არაპერიოდულ მერყეობას; ბ) იწვევენ მდგრადობის კოეფიციენტის შეუქცევადობის ცვლას, განაპირობებენ მის ცალმხრივ ცვლილებას (რომელზეც მუდამ ზედ ედება პერიოდული რყევა).
Source: საინჟინრო-გეოლოგიური და გეოეკოლოგიური განმარტებითი ლექსიკონი = Инженерно-геологический и геоэкологический толковый словарь = A dictionary of engineering-geology and geoekology : (რუსულ-ინგლისურ-ქართულ ტერმინთა შესატყვისობით და ქართული განმარტებით), თბილისი : მეცნიერება, 2005. ISSN 99928-962-4-8.