მა მდ მე მზ მთ მი მკ მლ მო მჟ მრ მს მტ მუ მღ მყ მშ მც მძ მწ მჭ
მეზ მეთ მელ მეო მეტ მეუ მექ მეც მეწ

მეწყრების კლასიფიკაცია

Rus. Классификация оползней
E. Classification of landslide
საინჟინრო - გეოდინამიკაში მეწყრების მრავალი კლასიფიკაცია არსებობს, რომლებიც დამყარებულია ზოგად რეგიონალურ და კერძო კლასიფიკაციებზე, მათ გეოლოგიურ თავისებურებებზე, წარმოშობის პირობებზე, ასაკზე, ქანების დეფორმაციაზე და სხვ. ყველა მათგანი იმსახურებს გარკვეულ ინტერესს, რომელთა ჩამოთვლა და დახასიათება ავტორთა მიერ ჩატარებული კლასიფიკაციის გათვალისწინებით პრაქტიკულად ძნელად შესაძლებელი და გამოსაყენებელია, აქედან გამომდინარე, წინამდებარე ლექსიკონში განვიხილავთ მხოლოდ არსებითს. მეწყრების კლასიფიკაციაში გამოიყოფა სამი მთავარი ჯგუფი: პირველი ჯგუფის მეწყრების საერთო კლასიფიკაცია გამოიყენება ყველა რაიონისათვის და დაფუძნებულია ნიშნებზე, რომლებიც ახასიათებენ მეწყრული პროცესების თავისებურებას; გამოიყენებიან აგეგმვის დროს სხვადასხვა მეთოდით ფერდობის მდგომარეობის გამოანგარიშებისათვის; მეწყრების პროგნოზირებისათვის და სხვადასხვა მეწყერსაწიანააღმდეგო ღონისძიებათა განსაზღვრისათვის. მეორე ჯგუფის მეწყრების კერძო კლასიფიკაციებიც ასევე გამოიყენება ყველა რაიონისათვის, დაფუძნებულია ნიშნებზე, რომლებიც არსებითია მეწყრების ცალკეული ფაქტორების განვითარების შეფასებისათვის; გამოიყენება მეწყერსაწიანააღმდეგო ღონისძიებათა შერჩევისა და შეფასებისათვის. მესამე ჯგუფში შემავალი მეწყრების რეგიონალური კლასიფიკაციები გამოიყენებიან მხოლოდ მეწყრების გავრცელების ცალკეული რაიონებისათვის, დაფუძნებულია ნიშნებზე, რომლებიც ახასიათებენ მათი წარმოშობის რეგიონალურ განსხვავებებს; გამოიყენება მეწყრების მონაცემების სისტემატიზაციისთვის მათი ფართოდ გავრცელების რაიონებში და ამ გავრცელების ზოგიერთი კანონზომიერების გამოვლინებისათვის. პირველი ჯგუფის მეწყრების კლასიფიკაცია (მეწყრების საერთო კლასიფიკაცია) 1. მეწყრების კლასიფიკაცია ქანების წატაცების მიხედვით (К.И. Богданович, 1919). 2. მეწყრების კლასიფიკაცია დამეწყრილი ფერდობის სტრუქტურის და მათი ზედაპირული გადაადგილების მიხედვით (Ф.П. Соваренский, 1934). 3. მეწყრების კლასიფიკაცია ქანების დეფორმაციის და გადაადგილების მექანიზმის მიხედეით (Вернес, 1958). 4. მეწყრების კლასიფიკაცია მათი ასაკისა და ფაზების განვითარების მიხედვით (Попов, 1946). 5. მეწყრების კლასიფიკაცია გეოლოგიური წარმოშობის პირობების მიხედვით (Е.П. Емсльянова. 1968). 6. მეწყრების კლასიფიკაცია მათი მორფოლოგიის მიხედვით, საინჟინრო-გეოლოგიური აგეგმვის დროს (Е.П. Емсльянова, 1961). 6.1 მეწყრების კლასიფიკაცია დამეწყრილი რაიონის მორფოლოგიის მიხედვით; 6.2 მეწყრების კლასიფიკაცია მათი მორფოლოგიის მიხედვით, როგორც კომპლექსური ნიშნებით, რომლებიც გამოხატავენ მათი წარმოშობის პირობებს, ფერდობის მიტაცების სიღრმესა და გადაადგილების მექანიზმს. 6.3 მეწყრების მორფოლოგიის ელემენტების კლასიფიკაცია მეორე ჯგუფის მეწყრების კლასიფიკაცია (განსაკუთრეული კერძი) 1. მეწყრების კლასიფიკაცია ფერდოს სიღრმის მიტაცების მიხედვით (А. Коллей 1846). 2. მეწყრების კლასიფიკაცია მათ წარმოშობაში მიწისქვეშა წყლების როლის მიხედვით (Е.П. Емельянова, 1959). მესამე ჯგუფის მეწყრების კლასიფიკაცია (რეგიონალური კლასიფიკაცია) 1. მეწყრების მოძრაობის დაკავშირება გარკვეულ სტრატიგრაფიულ ჰორიზონტთან და ქანების გენეზისთან, რომლებიც მონაწილეობენ გადაადგილებაში (Дранников, 1919). 2. მეწყრების მიკუთვნება სხვადასხვა გენეზისის ფერდობთან ან მეწყრების წარმოშობის ძირითად მიზეზთან (მაგალითად: აბრაზიული მეწყერი, ეროზიული და ხელოვნური (И.Б. Корженовский,1960). ქვემოთ მოყვანილია საქართველოში გავრცელებული მეწყრების ძირითადი კლასიფიკაცია (ე. დ. წერეთლის მიხედვით) წარმოშობის, სახეებისა და გადაადგილების მიხედვით. ამ კრიტერიუმებით გამოიყოფა: 1. დასრიალების მეწყრები - როცა გადაადგილების მასა თითქმის ინარჩუნებს პირეელყოფილ სტრუქტურას ან განიცდის მცირე დეფორმაციას. ამ სახის მეწყრები ძლიერ გავრცელებულია ბუნებაში. მათში გამოიყოფა, ე.წ. „სველი“ მეწყრები, რომელთა გადაადგილება ხდება ფიზიკური დეფორმადებადი ჰორიზონტის კონსტანციების ცვალებადობით და მშრალი მეწყრები. როცა ადგილი აქვს ბლოკის ან ქანების წყების გადაადგილებას ქვემოთ ფერდობზე დაშრევების მიმართულებით, რაც ხდება გრავიტაციული დაძაბულობის პიკის მიღწევის შედეგად (თრიალეთის ჩრდილო ქედზე და სხვა მონოკლინალურ ქედებზე, თბილისის დიდ ტეროტორიაზე). 2. ძვრის მეწყრები, როცა სდება ქანების მოწყვეტა და მასივის შემდეგი გადაადგილება. ისინი ძირითადად დამახასიათებელია სანაპიროს და ხელოვნურად მოკვეთილი ფერდოსათვის. 3. მცოცავი მეწყრები - ახასიათებთ ქანების ნელი და ხანგრძლივი გადაადგილება ან ფერდობზე დაფარული დეფორმადებადი ნალექების უწყვეტი მთლიანობა, რომელიც მოძრაობს სიმძიმის ძალით და თანმხლები გარე ფაქტორებით (Григоренко, Кюнтцель და სხვ. 1992). 4. პლასტიკური მეწყრები, რომლებიც იძვრიან ქაოსური გადაადგილების დროს, წარმოადგენენ ცალკეული უბნების მთლიან მეწყრულ სხეულს ბლანტი პლასტიკური ძვრის სახით და უწყვეტი დეფორმაციით. ისინი წარმოიქმნებიან ნამტვრევებიანი თიხის განფენებში ან სუსტად ლიტოფიცირებულ თიხიან ქანებში, გადამეტტენიანებული ატმოსფერული და გრუნტის წყლების გავლენით პლასტიკურ კონსისტენციის მდგომარეობამდე. საქართველოში ასეთი მეწყრები ხშირია მთის წინა რაიონებში. 5. ნაკადი მეწყრები, ჩვეულებრივად ფორმირდებიან ნამტვრევიანი თიხის წარმონაქმნებში არამდგრადი სტრუქტურით, სიმკვრივის დაქვეითების მაღალი თვისებებით და ტენიანობით, გამოწვეული გაჯირჯვება–შეკლებით. ისინი მიიტაცებენ ქანების მასივს, რომლებშიც ტენიანობა, ხოლო შესატყვისად სიბლანტე და მოძრაობის სიჩქარე ფართოდ მერყეობს სიღრმეზე და დროზე დამოკიდებულებით. მათთვის დამახასიათებელია გარკვეული მორფოლოგიური ფორმა (წაგრძელებული, მყინვარისებური, მსხლისებური), დიდი სიჩქარე (10-150 სმ-დან 10-100 მ დღე-ღამეში) და მცირე სიღრმე (1-5 მ). ნაკადი მეწყრის სახესხვაობას წარმოადგენს, ჩამონაცური და ჩამოცოცებადი, რომლებიც წარმოიქმნებიან ციცაბო ფერდობებზე, გამოფიტული აქტიური ქერქის ყველაზე ზედა ჰორიზონტებში და მთლიანად დაკავშირებულია ატმოსფერულ ნალექებთან. 6. ჩამოქცევის (ჩამონგრევის) მეწყრები - აერთიანებენ გრავიტაციული მოვლენებით გამოწვეულ მეწყრებს: ჩამონაზვავს და ზვავმეწყრებს, პირველი ჯგუფი იწყება დასრიალების ან ძვრის პროცესებით და ვითარდებიან ჩამონგრევისაკენ (მადნეულის – კავთისხევის, კელასურის, ლასკადურის, მარელისის, ზედა დიმის, მეორე სვირის და სხვა მეწყრები). მეორე ჯგუფი წარმოიშობა როგორც ტიპიური ზვავი, და შემდეგ მიცოცავენ ფერდობზე, როგორც დასრიალების ან პლასტიკური გადადგილების მეწყერი (ბერტავანის, ტვიშის, უბისის, ხევის, ნაქერალის და სხვ). მათი გადაადგილება ხდება ციცაბო ფერდობზე, ცალკეული გამოფიტვის ზონის უბნებზე, ნაპრალებსა და წყვეტებზე, რომლებშიც ხდება წყლის აქტიური ცვლა. 7. გათხევადებული მეწყერი (ჰიდროდინამიკური დაშლის – (по Тихонову, 1968) - საქართველოს ფარგლებში განვითარებულია, ძირითადად, კოლხეთის დაბლობზე, სადაც წარმოიშობიან მაღალმგრძნობიარე ძლიერ გაჯერებულ დინებამდე ქვიშა ლამიან გრუნტებში, რომლებიც ხასიათდებიან ტიქსოტროპიული თეისებებით. ისინი წარმოიქმნებიან უფრო მეტად ირიგაციული არსებისა და ნაპრალების ბორტებზე, სადაც ჰიდროდინამიკური ძალის შედეგად გადატენიანებული გრუნტები გადადიან დენად მდგომარეობაში. ქანების ჰორიზონტალური წოლის პირობებში, დანაწევრებული ღრმა ეროზიულ ჩაჭრებში, ხშირად ვლინდება კომპესირებული ცოცვა. ასეთი პროცესების გავლენით მდინარე ვერეს ტალვეგში (ქ. თბილისი) მოხდა მკვრივი ტბიური ნალექების გამოწურვა და მდინარის კალაპოტის გადაადგილება მარცხენა კლდოვანი ნაპირისაკენ. წარმოშობის ძირითადი ფაქტორების მიხედვით, რომლებიც შეესაბამებიან გეოდინამიკური მდგომარეობის გარკვეულ რანგებს, გამოიყოფა შემდეგი ჯგუფის მეწყრები: ა) სანაპირო (ანუ ბაზისური) მეწყრები, ბ) ტექტოსეისმოგენური, გ) კონსისტენური (ჰიდროგენური ანუ კლიმატოგენური), დ) კარსტულ-სუფოზიური, ე) კრიოგენული, ე) ტექნოგენური (ანთროპოგენური).
Source: საინჟინრო-გეოლოგიური და გეოეკოლოგიური განმარტებითი ლექსიკონი = Инженерно-геологический и геоэкологический толковый словарь = A dictionary of engineering-geology and geoekology : (რუსულ-ინგლისურ-ქართულ ტერმინთა შესატყვისობით და ქართული განმარტებით), თბილისი : მეცნიერება, 2005. ISSN 99928-962-4-8.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9