Rus. Классификация осыпей по стерени подвижностиE. Mobility degrec classification of taluses არჩევენ შემდეგ ტიპებს: 1. მოძრავი „ცოცხალი“ მოძრაობის კოეფიციენტი 1,0. 2. საკმარისად მოძრავი, ჩაქრობის ნიშნები, როგორც წესი, არ შეიმჩნევა, მოძრაობის კოეფიციენტი 0,7-1.0. 3. ნელა მოძრავი, ჩაქრობადი - აქვს სუსტი კვება, მოძრაობის კოეფიციენტი 0,5 – 0,7. 4. შედარებით უძრავი, შემჭიდროებული, ახალი მასალის მატება არ იგრძნობა, მოძრაობის კოეფიციენტი >0,5 ჩამონაშალის მოძრაობის კოეფიციენტი ტოლია К=а/ф, სადაც а - ჩამონაშალი ზედაპირის კუთხე; ф - ფერდის ბუნებრივი დაქანების კუთხე, რომელიც შედგება ნაშალი მასალისაგან.
Source: საინჟინრო-გეოლოგიური და გეოეკოლოგიური განმარტებითი ლექსიკონი = Инженерно-геологический и геоэкологический толковый словарь = A dictionary of engineering-geology and geoekology : (რუსულ-ინგლისურ-ქართულ ტერმინთა შესატყვისობით და ქართული განმარტებით), თბილისი : მეცნიერება, 2005. ISSN 99928-962-4-8.