Rus. Классификация речных долинE. Classification of river valleys განივი პროფილის ფორმის მიხედვით: ა) ვიწრობი, ხვრელი - ვიწრო და ღრმა ხეობა, კლდოვანი დაკიდებული ფერდობებით, ფსკერი თითქმის მთლიანად დაკავებულია მდინარის კალაპოტით; ბ) კანიონი - ღრმა ხეობა ძალიან ციცაბო, ხშირად სუსტად დანაწევრებული, საფეხურიანი ფერდობებით და ვიწრო ფსკერით, რომელიც მთლიანად დაკავებულია მდინარის კალაპოტით; გ) „V“ - მაგვარი (სამკუთხედისებური) ხეობა-ციცაბო ან საშუალოდ დახრილი პირდაპირი, ან ამობურცული ფერდობებით, რომელიც ეშვება მდინარის კალაპოტში, უკავია მთელი ფსკერი ან მისი დიდი ნაწილი; დ) ვარცლისებური - შედარებით ციცაბო შეზნექილი ფერდობებით და განიერი ჩაზნექილი დაქანებული ფსკერით; მთიან რაიონებში მყინვარების მოქმედების შედეგად წარმოქმნილ ასეთ ხეობებს ეწოდება ტროგები, რომელთა ფერდობებზე ხშირად შეინიშნება დამრეცი მოედნები (ტროგის საბეჭურები); ე) ჭალის (ყუთის მსგავსი, ტრაპეციისებური) ხეობა - განიერი, ბრტყელი ფსკერით, რომლის ნაწილი უჭირავს კალაპოტს, უფრო დამრეცი ფერდობებით; ვ) არამკფიოდ გამოსახული ხეობა - ხეობები, მოსწორებული, შერბილებული ფერდობების წარეცხილი ფორმებით. II. განივი პროფილის ხასიათის მიხედვით არჩევენ სიმეტრიულ და ასიმეტრიულ ხეობებს. სიმეტრიულს მიეკუთვნება - ვიწრობი, კანიონები, ზოგიერთი V-ი მაგვარი და ვარცლისებური ხეობები. ასიმეტრიულს მიეკუთვნება ხეობების დიდი ნაწილი, რომელთა ფერდობის მორფომეტრული მაჩვენებლები (სიგრძე და დახრილობის კუთხეები) არაერთგვაროვანია. III. გასწვრივი პროფილის მიხედვით არჩევენ: ა) გამჭოლ ხეობებს, რომლებიც კვეთენ წყალგამყოფ ქედს განივი მიმართულებით; ბ) დაკიდებულ ხეობებს, რომელთა შესართავი წყდება საფეხურისებურად ადგილობრივ ეროზიულ ბაზისთან. გ) ბრმა ხეობებს - კარსტულ მხარეებში განვითარებულ ხეობებს, სადაც წყალი შთაინთქმება კარსტულ ძაბრებში.
Source: საინჟინრო-გეოლოგიური და გეოეკოლოგიური განმარტებითი ლექსიკონი = Инженерно-геологический и геоэкологический толковый словарь = A dictionary of engineering-geology and geoekology : (რუსულ-ინგლისურ-ქართულ ტერმინთა შესატყვისობით და ქართული განმარტებით), თბილისი : მეცნიერება, 2005. ISSN 99928-962-4-8.